მასწავლებლის ბლოგი
სასწავლო პროექტი
I. პროექტის სახელწოდება: ექსკურსია ზოოპარკში.
II. პროექტის თემა: იცნობთ თუ არა ზოოპარკში არსებული გარეული ფრინველებისა და ცხოველების პირობებს, ცხოვრებასა და მოღვაწეობას?
ვაფრთხილებ მშობლებს, მძღოლს, ადმინისტრაციას, სოფლის გამგებელს, ექიმს, რომ 12/V–სს მივდივართ ექსკურსიაზე მე–2–ე კლასის მოსწავლეები –ზოოპარკში. 5/V შეიკრიბნონ სკოლაში
III. პროექტის აქტუალობა: ექსკურსიის შემდეგ მათ ეცოდინებათ, რომელი ცხოველი ან ფრინველი რას აკეთებს, როგორი პირობები მოსწონთ, რა უყვართ, როგორ გარემოში იზრდებიან, გაიგებენ მათ შესახებ ინფორმაციას, დააკვირდებიან მათ ხმიანობას, გადაუღებენ სურათებს და მოაწყობენ გამოფენას.
IV. პროექტის მიზნები:
1) ფრინველებისა და ცხოველების გაცნობა.
2) მათი ყოფნის აუცილებლობა ცხოვრებაში.
3) გარემო პირობებზე დაკვირვება.
V. მოსწავლეთა ასაკი: 8 წლის.
VI. ვადები/ხანგრძლივობა:
დასაწყისი 5.05
დასასრული 14.05
VII. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
1) მოსწავლეებს ეცოდინებათ ცხოველებისა და ფრინველების ცხოვრება, მოღვაწეობა, მათი თვისებები.
2) ისწავლიან ერთმანეთთან თანამშრომლობას, თვითორგანიზებას, პრინციპულობას და დათმობას, შეიძენენ სხვისი დარწმუნების უნარს.
VIII. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: მასწავლებელი, მოსწავლე, ადმინისტრაცია, გამგებელი, მძღოლი, თანხა, ავტობუსი, ბიბლიოთეკა, კომპიუტერი, ფოტოაპარატი, ფორმატი, თაბახის ფურცლები, ფლომასტერები, წყლის ჭურჭელი, ტელეფონი, ხელსახოცი, ერთჯერადი ჭურჭლები, ტანსაცმელი, საკვები, ბინტი,ბამბა, იოდი,
IX. პროექტის მსვლელობა/აქტივობები:
1) გონებრივი იერიში.
2) დებატები, მსჯელობა.
3) დისკუსია.
4) თვალსაჩინოება.
5) მცირე ჯგუფებში მუშაობა.
6) კითხვა–პასუხი.
პირველი დღე–საუბარი ჯგუფთან ზოოპარკში ქცევის წესებზე, საკვების მიღებაზე . (6.05)
მეორე დღე (7.05)
1. აქტივობა: გონებრივი იერიში
ასახელებენ შინაურ და გარეულ ცხოველებსა და ფრინველებს.
2. აქტივობა: დებატები
შეადარებენ ერთმანეთს: შინაურ და გარეულ ფრინველებს და ცხოველებს.
3. აქტივობა: მცირე ჯგუფებად დაყოფა (8,9,10,11.05)
იქმნება ორი ჯგუფი. პირველი ჯგუფი ვაძლევ დავალებას: მოიძიონ შინაური და გარეული ფრინველების სურათები.
ვადა – 4 დღე
მეორე ჯგუფს ეძლევა დავალებად მოიძიონ შინაური და გარეული ცხოველების სურათებს.
პერიოდულად შეხვედრა ჯგუფებთან.
4. აქტივობა კითხვა–პასუხი (12.05)
რა მოიძიეს და რა დარჩათ მოსაძიებელი?
რაში სჭირდებათ დახმარება?
მოწვეულთაგან ერთ–ერთი აკეთებს ჩანაწერს, რომ მეორე კლასის მოსწავლეებს შინაური და გარეული ფრინველების შესწავლის შემდეგ გაუჩნდათ სურვილი ექსკურსიაზე წასვლისა, რათა უფრო მეტი რამ გაეგოთ ფრინველებისა და ცხოველების შესახებ.
(13/05) ექსკურსიაზე წასვლა.
(14.05) ხდება შთაბეჭდილებების გაზიარება და სტენდის მოწყობა საკლასო ოთახში.
X. საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ხელოვნებასთან და ბუნებასთან.
XI. პროექტის ხელმძღვანელი: ნატალია სიხარულიძე;
XII. ხელმძღვანელის ელ–ფოსტა: natosixarulidze@gmail.com
Subscribe to:
Posts (Atom)